სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.ამ როლში შენ:უპასუხებ სელფი მობაილის სატელეფონო ცენტრში შემოსულ ზარებს.გაუწევ არსებულ და პოტენციურ აბონენტებს ეფექტურ და ხარისხიან სატელეფონო მომსახურებას.მიაწვდი მომხმარებლებს სრულყოფილ ინფორმაციას კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, მათ შორის სატარიფო გეგმების, მომსახურებების ჩართვა/გამორთვისა და სხვა საკითხებზე.გამოავლენ მომხმარებლის პრობლემებს და დაეხმარები მათ ეფექტურად მოგვარებაში.იზრუნებ მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის შენარჩუნებაზე.თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:უმაღლესი განათლება ან იყო აქტიური სტუდენტი.ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.MS Office-ის პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის უნარი.გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.დამატებით პლუსად ჩაითვლება:მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი, 2026