სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორაციული კლიენტების განვითარების ჯგუფის ლიდის როლზე.
სამუშაო ადგილი თბილისი,ამ როლში შენ:
ჩამოაყალიბებ და განავითარებ სტრატეგიული კომპანიების პორტფელს: მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორებს;
იპოვი ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს, წარმართავ მოლაპარაკებებს და მიიყვან გარიგებას ხელშეკრულების გაფორმებამდე;
განავითარებ ურთიერთობას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და შექმნი გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას;
მოამზადებ და წარადგენ კომერციულ შეთავაზებებს, ჩაერთვები ტენდერებსა და RFP პროცესებში;
მართავ არსებულ B2B მომხმარებლებს: შეინარჩუნებ, გაზრდი მათთან შემოსავალს და გააუმჯობესებ მათ გამოცდილებას;
უხელმძღვანელებ გუნდს: დაუსახავ მიზნებს, თვალს ადევნებ შედეგებს და დაეხმარები განვითარებაში;
ითანამშრომლებ Marketing-თან, Product-თან, Legal-თან და სხვა გუნდებთან, მონაწილეობას მიიღებ B2B პროცესებისა და სისტემების (CRM, SFA, Selfcare) განვითარებაში. თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე მიმართულებით);
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში, Account Management-ში ან ბიზნეს განვითარებაში;
მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის მაღალი უნარი;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;            
CRM/SFA სისტემებთან და MS Office-თან მუშაობის გამოცდილება;
ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე ფოკუსი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
გუნდის მართვის გამოცდილება; სახელმწიფო ტენდერებთან ან მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობა; ტელეკომუნიკაციების სფეროს ცოდნა. გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2026.