სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის როლზე.
სამუშაო ადგილი თბილისი,ამ როლში შენ:
შექმნი კრეატიულ მასალებს კამპანიების, ციფრული არხების, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის;
მოამზადებ ვიზუალურ მასალებს ივენთების, სპონსორობების, აქტივაციებისა და პარტნიორობებისთვის;
შექმნი პრეზენტაციის, ბეჭდურ და ბრენდირებულ მასალებს;
მოარგებ კრეატიულ მასალებს სხვადასხვა ფორმატს, არხსა და კამპანიის საჭიროებებს;
უზრუნველყოფ, რომ ყველა ნამუშევარი შეესაბამებოდეს ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ხარისხის სტანდარტებს;
მხარს დაუჭერ მარკეტინგული ინიციატივების განხორციელებას ორგანიზაციის მასშტაბით თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) ან ანალოგიური პროგრამების ცოდნა;
პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს გამოცდილებას სხვადასხვა ფორმატსა და არხზე მუშაობაში (ციფრული, ბეჭდური, სოციალური მედია);
ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებთან მუშაობისა და ვიზუალური თანამიმდევრულობის დაცვის უნარი;
ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კარგი კომუნიკაციისა და გუნდურ მუშაობის უნარი მარკეტინგის სხვადასხვა გუნდთან.დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
ტელეკომის, ტექნოლოგიური ან სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება; გამოგვიგზავნე განაცხადი (რეზიუმესთან ერთად აუცილებელია პირადი პორტფოლიოს გაზიარება) და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2026.