სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორში არსებული კორპორატიული კლიენტების საქმიანობის, საჭიროებებისა და მოთხოვნების სიღრმისეული ანალიზი;კლიენტებზე მორგებული საბანკო და ფინანსური შეთავაზებების მომზადება და განვითარება;სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან და ინსტიტუციურ პარტნიორებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;არსებული და პოტენციური კლიენტების აქტიური მართვა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;კლიენტებისთვის სტრატეგიული ფინანსური პარტნიორისა და მრჩევლის როლის შესრულება;სახელმწიფო სექტორში არსებული პროფესიული კონტაქტებისა და პარტნიორული ქსელის გამოყენება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების მიზნით;პორტფელის ხარისხისა და ეფექტიანობის მართვა;ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა;გუნდის დაკომპლექტება, თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;გუნდის საქმიანობის შეფასება, მხარდაჭერა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;კვარტალური და წლიური გეგმების დაგეგმვასა და შესრულების პროცესში აქტიური მონაწილეობა.