სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ქსელის ხარისხის გამოცდილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ითვალისწინებს მივლინებას საქართველოს მასშტაბით)
ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების გამოცდილების იდენტიფიცირებისათვის დრაივ ტესტის მონაცემების შეგროვება და გაანალიზება
ტესტირების შედეგად პრობლემური არეების იდენტიფიცირება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება ყველა არხიდან და მონიტორინგი ქსელთან დაკავშირებულ საკითხებზე 
ტექნიკური საკითხების მომხმარებლისთვის მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა
მუდმივი კომუნიკაცია ქოლ-ცენტრის, საცალო გაყიდვების, ონლაინ ჩეთის, სოციალური მედიის და CFL გუნდებთან ინფორმაციის გაზიარების მიზნით
თანამშრომლობა ტექნიკურ გუნდთან პრობლემების გადამოწმებისა და გადაწყვეტის მიზნით
მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე პერიოდული რეპორტების მომზადება
 თუ შენ: გიყვარს ტექნოლოგიები
გაქვს დრაივ ტესტის მონაცემების შეგროვების და ანალიზის შესაბამისი უნარები და გამოცდილება
სასურველია გქონდეს განათლება ტექნიკური მიმართულებით
ხარ მოტივირებული და სწრაფად ითვისებ სიახლეებს
გაქვს მონაცემების დამუშავების/ანალიზის და არგუმენტირებული მსჯელობის კარგად განვითარებული უნარები
შეგიძლია MS Office-ის აპლიკაციებში (Word, Excel, PPT) მუშაობა
შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა
სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, კარგად იცი ინგლისური ენა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22.10.2025