უზრუნველყოფილი სესხების დომეინში, ავტო სესხების და ლომბარდის ბიზნესის მართვის ეჯაილ გუნდში  ვეძებთ  - სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.შენ მოხვდები გუნდში, რომელიც ზრუნავს ავტო და ლომბარდის პროდუქტების განვითარებაზე და სერვისების შექმნაზე.  შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს ამოცანები.ვის ვეძებთ:თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;გაქვს გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;უმკლავდები სტრესულ სიტუაციებს;შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;ხარ კლიენტზე ორიენტირებულიხარ კომუნიკაბელური და შეგიძლია შენი და სხვა გუნდების წევრებთან საერთო ენის გამონახვარას გააკეთებ:გუნდთან ერთად განსაზღვრავ  ამოცანებს, დაგეგმავ მათ შესრულებას ბიზნეს საჭიროების და პრიორიტეტების გათვალისწინებითგუნდთან ერთად გააანალიზებ გუნდში შემავალ პროდუქტებს, გამოწვევებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებსდააგენერირებ იდეებს და წინადადებებს პროდუქტების, მათი შესაბამისი პროცესების და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლადმონაწილეობას მიიღებ ქრ-ზე , წარმოადგენ შედეგებს და მოკლევადიან/გრძელვადიან გეგმებს  უზრუნველყოფ თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებული მუშაობასმონაწილეობას მიიღებ მიმართულების სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრაშიპასუხისმგებელი იქნები პროდუქტების ფასდადებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზემონაწილეობას მიიღებ პროცესების და სტანდარტების მეთოდოლოგიის დახვეწაში და/ან მათ გაციფრულებაში;გაანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს, შეაგროვებ მოთხოვნებს, გაანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით და მოამზადებ შესაბამის ტექნიკურ დავალებებს; შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;