Analytics Engineer

Analytics Engineer

03 Aug 2026
Georgia, Tbilisi 00000 Tbilisi USA

Analytics Engineer

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Analytics Engineer - ის როლზე. თუ გიყვარს მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირება, ბიზნესისთვის ღირებული დაკვირვებების პოვნა და გსურს გავლენა მოახდინო ციფრული პროდუქტების განვითარებაზე, ეს პოზიცია შენთვისაა.ამ როლში შენ:იმუშავებ მონაცემთა ბაზებთან – უზრუნველყოფ საჭირო მონაცემთა შეგროვებას, ხარისხის მონიტორინგს, მათ ეფექტურ დამუშავებას და ანალიზისთვის მომზადებას.გააანალიზებ ციფრული პროდუქტების მონაცემებს – ბიზნესთან ერთად დანერგავ  ანალიტიკურ ხელსაწყოებს, მონაცემებზე დაყრდნობით იპოვი პროდუქტის ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს.შეისწავლი მომხმარებლის ქცევას – ციფრული გზის ფარგლებში (onboarding, activation, conversion) დაადგენ, სად არის მომხმარებლის დაკარგვის ან ზრდის პოტენციალი.ითანამშრომლებ ბიზნეს სტეიქჰოლდერებთან – დაეხმარები პროდუქტის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის გუნდებს ბიზნეს ამოცანების მონაცემთა ჭრილში დანახვასა და გადაჭრაში.გამოიყენებ ხელოვნურ ინტელექტს სამუშაოს ეფექტიანობისთვის, ყოველდღიური პროცესების გასაუმჯობესებლად და ანალიტიკური საქმიანობისთვის.განსაზღვრავ და მონიტორინგს გაუწევ პროდუქტის მთავარ KPI-ებს (DAU, MAU, retention, churn).შექმნი ავტომატურ რეპორტებს Power BI-ში, რომლებიც გუნდს დაეხმარება სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (Analytics Engineering, Data/Product Analytics ან დაკავშირებული მიმართულება).SQL-ის ძლიერი პრაქტიკული ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.მონაცემთა მომზადების (Data Wrangling) გამოცდილება – რთული, დაუმუშავებელი მონაცემების სტრუქტურირებისა და გაწმენდის უნარი.Power BI-თან (ან მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვა წამყვან ინსტრუმენტებთან) მუშაობის  გამოცდილება.ბიზნეს სტეიქჰოლდერებთან მუშაობის გამოცდილება – ტექნიკური ენის ბიზნეს ენაზე „თარგმნისა“ და მოთხოვნების ანალიტიკურ ამოცანებად გარდაქმნისა და კომუნიკაციის უნარი.ციფრული პროდუქტების მეტრიკების ცოდნა (funnels, retention, cohorts, conversion).პროაქტიულობა და ანალიტიკური აზროვნება – არ ელოდები მხოლოდ მზა ინსტრუქციებს, თავად სვამ კითხვას „რატომ?“ და ეძებ პასუხებს.დამატებითი უპირატესობა იქნება:Python-ის გამოყენებით მონაცემების ანალიზისა და მანიპულაციის გამოცდილება.Big Data (დიდი მოცულობის მონაცემებთან) მუშაობის პრაქტიკა.A/B ტესტირების დაგეგმვისა და ანალიზის გამოცდილება.ტელეკომუნიკაციის ან subscription-based პროდუქტების ანალიტიკის გამოცდილება.გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2026.

Related jobs

Job Details

  • ID
    JC55261406
  • State
  • City
  • Job type
    Full-time
  • Salary
    N/A
  • Hiring Company
    Cellfie Mobile
  • Date
    2026-08-03
  • Deadline
    2026-10-02
  • Category

Jocancy Online Job Portal by jobSearchi.