იურისტი

იურისტი

08 May 2026
Georgia, Tbilisi 00000 Tbilisi USA

იურისტი

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს იურისტის როლზე.

სამუშა ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი

ძირითადი მოვალეობები:

კორპორატიული დოკუმენტების მომზადება (პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმების მომზადება, დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება);

საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების/რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; 

კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;

ინიციატორ დეპარტამენტებთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგების პროექტების  მომზადება/ვიზირება;

სარჩელების/საჩივრების და სხვა სასამართლო დოკუმენტების მომზადება და კომპანიის ინტერესების წარმოდგენა/დაცვა სასამართლოში, საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში;

კომპანიაში დაგეგმილ  პროექტებში/სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება და პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო-ადმინისტარციული სამართლის განხრით

აუცილებელია სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენლობის და ინტერესების დაცვის გამოცდილება

ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსი საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით

უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი)

ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა)

კარგად განვითარებული დროის მართვის უნარები

ეფექტურად მუშაობა სხვადასხვა დავალებაზე

გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარებიგამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი, 2026 

Related jobs

Job Details

  • ID
    JC55042856
  • State
  • City
  • Job type
    Full-time
  • Salary
    N/A
  • Hiring Company
    Cellfie Mobile
  • Date
    2026-05-08
  • Deadline
    2026-07-07
  • Category

Jocancy Online Job Portal by jobSearchi.