სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და სელფი მობაილის ქსელში ჩართვა
კორპორატიული განყოფილების  დამტკიცებული გეგმის შესრულება
არსებული სააბონენტო ბაზის განვითარება
ანგარიშგების წარმოება
არსებული აბონენტების მომსახურებათუ შენ: გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, ასევე შეგიძლია ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა)
გაქვს MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)
მიღებული გაქვს უმაღლესი განათლება
გაქვს გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
შეგიძლია ანგარიშების მომზადება და საქმიანი კორესპონდენციის წარმართვა
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე; 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.01.2025