პროდუქტის მენეჯერი

პროდუქტის მენეჯერი

29 Jul 2025
Georgia, Tbilisi 00000 Tbilisi USA

პროდუქტის მენეჯერი

სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერი - ს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისიძირითადი მოვალეობები: ინოვაციური ტელეკომ პროდუქტებისა და შეთავაზებების შემუშავება

ახალი პროდუქტის სრულ ციკლის მართვა - იდეის გენერირებიდან (ბიზნეს ქეისის შემუშავება და სტრატეგიული დაგეგმვა), პროდუქტის წარმატებულ გაშვებამდე

არსებული პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვა/პროცესის მონიტორინგი/ გაშვების შემდომი ანალიზი

მომხმარებლის უკუკავშირს, ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით

პროდუქტის განვითარების გზის (roadmap-ის) განსაზღვრა და მართვა

ბიზნესის ზრდის პოტენციური შესაძლებლობების, ლოკალური და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების,  კონკურენტების ფასების და მომხმარებლის ქცევის მონიტორინგი

სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებისთვის შესაბამისი პარტნიორების იდენტიფიცირება, შეფასება და ონბორდინგი

პროდუქტის დანერგვისა და შემდგომი მონიტორინგისთვის აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა განყოფილებებთან 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, ტექნოლოგიების მიმართულებით

მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა და შეთავაზებების მართვაში, სასურველია ტელეკომ სექტორში

სამუშაო გამოცდილება მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და KPI-ების ანალიზში

კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის გამოცდილება

პროდუქტის შექმნის და განვითარების სრული ციკლის მართვის გამოცდილება 

მოლაპარაკებების წარმოების, საქმიანი და ეფექტური კომუნიკაციის/პრეზენტაციის კარგად განვითარებული უნარები

ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობადაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე,

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2025.

Related jobs

Job Details

  • ID
    JC54243337
  • State
  • City
  • Job type
    Full-time
  • Salary
    N/A
  • Hiring Company
    Cellfie Mobile
  • Date
    2025-07-29
  • Deadline
    2025-09-27
  • Category

Jocancy Online Job Portal by jobSearchi.