სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ციფრული და B2B ინოვაციური პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისიძირითადი მოვალეობები: ციფრული პროდუქტების სტრატეგიული განვითარება, მართვა და კომერციალიზაცია
DCB სერვისებზე დაფუძნებული დამატებითი შემოსავლის წყაროების იდენტიფიცირება და მონეტიზაცია — მათ შორის მობილური თამაშებიდან, VAS პროდუქტებიდან და სხვა
ვენდორების მოძიება/შერჩევა, მათთან კომუნიკაცია, პარტნიორობის პირობების შეთანხმება და კონტრაქტების მართვა
ინოვაციური B2B პროდუქტების განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
ახალი ციფრული და B2B პროდუქტების განვითარება — როგორიცაა: Cloud სერვისები, IoT გადაწყვეტილებები, VoIP და PBX სისტემები, Static IP, კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა ანალიტიკა
თანამშრომლობა IT, მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან პროდუქტების წარმატებული დანერგვისა და კომერციალიზაციის უზრუნველსაყოფად
პროდუქტების ეფექტიანობის მონიტორინგი, შედეგებზე პასუხისმგებლობა და KPI-ის შესრულების კონტროლი
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B პროდუქტების მენეჯმენტში სატელეკომუნიკაციო ან ტექნოლოგიურ სექტორში
DCB სისტემებისა და მობილური თამაშების პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა
პროექტების მართვის და პროცესების კოორდინაციის გამოცდილება
ძლიერი კომერციული ხედვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 - წერა, მოსმენა, საუბარი)
    რუსული ენა (B1/B2 - წერა, მოსმენა, საუბარი) 
მოლაპარაკებების წარმოების კარგად განვითარებული უნარები და გამოცდილება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთანდაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი, 2025.